ჯინსების თაობა
ალბათ ფიქრობთ ახალი რა უნდა დაწეროს ამან ,,ჯინსების თაობაზე " რაც არ დაწერილაო...ალბათ იგივეს დავწერ მეც .იგივე სიყვაულით და პატივცემით მოვიხსენიებ ამ ადამიანებს. ახალი შესაძლოა ვერაფერი გითხრათ , მაგრამ მე მათზე მაინც დავწერ. მინდა იცნობდნენ ჩემი ბლოგის მკითხველები ,,თვითფრინავის ბიჭებს". დათო ტურაშვილის წიგნი ,,ჯინსების თაობა" ეს არის რომანი , სადაც სიუჟეტი თვითფრინავის ბიჭების გარშემოტრიალდება. წიგნში მოყოლილია თუ როგორ სცადა შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ თვითფრინავის გატაცება და ამერიკაში ამ გზით მოხვედრა.თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა , რომელსაც არაერთი სიცოცხლით სავსე ქართველის სიცოცხლე შეეწირა... დაპატიმრების შემდეგ , რამდენიმე თვიანი სასამართლოს ხდომების მერე თინა ფეტიაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითფრინავის გ ატაცებისას ფეხმძიმედ იყო, მაგრამ იზოლატორში ყოფნისას ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ სასჯელი არ შემსუბუქებოდა. დანარჩენს კი უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა. თუმცა საზოგადოებას ბოლომდე სჯეროდა რომ ...