,,მიწაზეა აგებული ქვეყანა სხვა ყველაფერი - ზედნაშენია"

 გუშინ ღამე ვკითხულობდი საქართველოს ისტორიას , რომელიც ,,კვირის პალიტრის " ფურცლებზე აისახა 1991-1999 წლებში.
მედიასახლის ,,პალიტრის" გადაწყვეტილებით  ხუთ ტომში მოუყარეს თავი საქართველოს მიერ განვლილ 20-წლიან ცხოვრების გზას. სწორედ ამ ხუთიდან გუშინ  ვკითხულობდი პირველ ტომს , სადაც ძალიან ბევრი საინტერესო სტატია ვნახე  და მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი.
        ოტია იოსელიანი, მწერალი: ,, სამშობლო ისეთი მევახშეა, ვერასოდეს მისი ვალიდან ვერ ამოხვალ". ჩემი ცხოვრება კი გავს გაქცევას, მაგრამ მე არსად გავქცეულვარ, რა უფლება მაქვს, ან სად წავიდე. იქ ვარ , სადაც უნდა ვიყო.სავარძელში რომ სხედან და აქცევენ ქვეყანას, იმათ ახლოს ვერ ვივარგებ. ,,სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო", ხომ ამბობს რუსთაველი, თან განმარტავს, ,,კარგისა მამაცისაგანო". გაქცევა ყოველთვის არ არის სიმხდალე, არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის.
     მიწა საფუძველთა საფუძველია. მიწაზეა აგებული ქვეყანა, სხვა ყველაფერი  -ზედნაშენია. ეკონომიკა არის ,, პური ჩვენი არსობისა". თუ პური არ გაქვს, მათხოვრად ივლი, ხელგაშვერილი , რავარც ქე დავდივართ, ისე. მათხოვარი არაფერს ქმნის, თან ჩვენ რაცხა სხვანაირი მათხოვრები ვართ. ამერიკას ვეხვეწებით, რაღაცა მოგვეციო და აგერ, ჩვენთან ჩვენთან ჩამოსულ ამერიკის ელჩს ისეთი სუფრა გაუწყვეს, კაცი , ალბათ , იმას ფიქრობდა, აქედან რა წავიღოო.
ამ მიწაზე არის ყველაფერი. შენ უნდა მოიწიო შენი სარჩო. სრომა არ უნდა გეთაკილებოდეთ, დამოუკიდებელი სახელმწიფო დამოუკიდებელი ადამიანებისგან უნდა სედგებოდეს. პურის ნატეხისთვის სხვის ხელში შეჩერებულმა ხალხმა არ შეიძლებათავისუფლებას და კეთილდღეობას მიაღწიოს."

წყარო: კვირის პალიტრა ,,ჩვენი ეპოქა" I ტომი გვ.134

Комментарии

  1. Otia ioseluanis shemoqmedeba ukvdavia ....misi yoveli sityva mxolod simartlea realoba risibdanaxva AR surs xalxs

    ОтветитьУдалить
  2. Cota shecdomebi gaqvt akrefisas etyoba daakvirdit da gaasworet

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

მეფე ლირი

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.