ეშმაკს აცვია პრადა
,,ეშმაკს აცვია პრადა" ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის ლორან ვაისბერგის პირველი რომანია. იგი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საუკეთესო რომანების რეიტინგში დიდხანს ლიდერობდა. რომანი წარმოუდგენლად მომეწონა და ნაწილობრივ შემშურდა კიდევაც მთავარი პერსონაჟის ანდრიანა საქსის ცხოვრების. იღბლიანი გოგონა , პროვინციულ ამერიკულ ქალაქში დაბადებული , ბრაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საუკეთესო სივით წარსდგა გასაუბრებაზე ,რომელიც მირანდა პრისლის თანაშემწის ადგილისთვისაა გამოცხადებული. მისი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვალა. ანდრეა გაუთვითცნობიერებლად გაემართა ბედის საცდელად და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა სად ყოფდა ცხვირს. ..სამყაროში რომელსაც ჩათრევა სჩვევია,, იქედან თავის დაღწევა კი რთულია. საბოლოოდ,ანდრეა გახდა მირანდა პრისლის თანაშემწე ,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალტირაჟიანი მოდების ჟურნალის მთავარი რედაქტორია. New York-ის ელიტარული საზოგადოებსი წევრი 40 წელს მიტანებულიქალბატონია, რომელიც მარ...