ეშმაკს აცვია პრადა

 ,,ეშმაკს აცვია პრადა" ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის ლორან ვაისბერგის პირველი რომანია. იგი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საუკეთესო რომანების რეიტინგში  დიდხანს ლიდერობდა. რომანი წარმოუდგენლად  მომეწონა და ნაწილობრივ შემშურდა კიდევაც მთავარი პერსონაჟის ანდრიანა საქსის ცხოვრების.
იღბლიანი გოგონა , პროვინციულ ამერიკულ ქალაქში დაბადებული , ბრაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საუკეთესო სივით წარსდგა გასაუბრებაზე ,რომელიც მირანდა პრისლის თანაშემწის ადგილისთვისაა გამოცხადებული.
მისი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვალა.
ანდრეა გაუთვითცნობიერებლად გაემართა ბედის საცდელად და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა სად ყოფდა ცხვირს. ..სამყაროში რომელსაც ჩათრევა სჩვევია,,   იქედან თავის დაღწევა კი  რთულია.  
    საბოლოოდ,ანდრეა გახდა მირანდა პრისლის თანაშემწე ,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალტირაჟიანი მოდების ჟურნალის მთავარი რედაქტორია. New York-ის ელიტარული  საზოგადოებსი წევრი   40 წელს  მიტანებულიქალბატონია, რომელიც  მართავს ჟურნალ “პოდიუმს” და მოდის სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.
ანდრეამ დაიწყო სრულიად სხვა ცხოვრება აქტიური , საინტერესო და მაცდური. თუმცა კი ამ სამსახურის გამო შესაძლოა უარი თქვა მეგობრებზე, სიყვარულზე და საკუთარ თავზეც კი. გარემომ მთლიანად შეცვალა ანდრეა და მისი ცხოვრების წესიც.
ანდრეამ გარეგნობის შეცვლითა და დაუღალავი შრომით მირანდას მოწონება დაიმსახურა, მისი ნდობაც მოიპოვა  და რამდენიმე ხანში “გოგონა არაჩვეულებრივი CV-ით ” ჟურნალი პოდიუმის ერთ-ერთი პატივსაცემ და წარმატებულ პერსონად იქცა. ეს გარედან ჩანდა ასე, ვინ იცის რის ფასად უჯდებოდა ანდრეას ეს წარმატება.  პირად ცხოვრებაზე უარის თქმად და მირანდას ფინიად ქცევად. აი ეს იყო სიმართლე,თუმცა “ეს სიმართლე” ანდრეას დიდ წარმატებას უქადდა და ოცნების ასრულების წინაპირობასაც ქმნიდა.
საბოლოოდ ანდია მივიდა იმ ეტაპამდე რომ არჩევანი უნდა გაეკეთებინა და მიიღო გადაწყვეტილება კიდევაც, წამოვიდა სამსახურიდან. ანდია დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრების რიტმს.
თუმცა ეს დასასრული არაა ,ეს წიგნის პირველი ნაწილია.მ,ალე გამოვა ,,შურისძიებას აცვია პრადა- ეშმაკი ბრუნდება".

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მეფე ლირი

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.