Сообщения

ეშმაკს აცვია პრადა

Изображение
 ,,ეშმაკს აცვია პრადა" ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის ლორან ვაისბერგის პირველი რომანია. იგი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საუკეთესო რომანების რეიტინგში  დიდხანს ლიდერობდა. რომანი წარმოუდგენლად  მომეწონა და ნაწილობრივ შემშურდა კიდევაც მთავარი პერსონაჟის ანდრიანა საქსის ცხოვრების. იღბლიანი გოგონა , პროვინციულ ამერიკულ ქალაქში დაბადებული , ბრაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საუკეთესო სივით წარსდგა გასაუბრებაზე ,რომელიც მირანდა პრისლის თანაშემწის ადგილისთვისაა გამოცხადებული. მისი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვალა. ანდრეა გაუთვითცნობიერებლად გაემართა ბედის საცდელად და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა სად ყოფდა ცხვირს. ..სამყაროში რომელსაც ჩათრევა სჩვევია,,   იქედან თავის დაღწევა კი  რთულია.       საბოლოოდ,ანდრეა გახდა მირანდა  პრისლის თანაშემწე ,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალტირაჟიანი მოდების ჟურნალის მთავარი რედაქტორია. New York-ის ელიტარული  საზოგადოებსი წევრი   40 წელს  მიტანებულიქალბატონია, რომელიც  მარ...

თავი 1 ( ცხოვრების ახალი ეტაპი)

Изображение
   მიუყვები აღმაშენებლის გამზირს, ეს ადგილი ძალიან მომწონს. ცოტა ვღელავ , იქნებ ვერ მივაგნო ოფისს. აჰ , ვიპოვე. თუ არ ვცდები მე -3 სართული მითხრეს . ხო ეგრეა. ვრეკავ ზარს და კარი იღება. შევდივარ მოსაცდელ ოთახში და ორი ადამიანი მხვდება, ისინიც გასაუბრებაზე  არიან. გავეცანით ერთმანეთს და წარმატებები ვუსურვეთ. ოთახი ვრცელი იყო , ნათელი და საინტერესო დეკორით მორთული . ვფიქრობ რა მოხდება? ისევ ისე გასაუბრებას გავივლი  და წავალ სახლში , არავინ არ დამირეკავს, დრო გამყავს უბრალოდ ასე გამოდის. რაც იქნება იქნება, რადგანაც მოვედი, ვცდი, იქნებდა გამიღიმოს ბედმა. მაგრამ რაზე ვარ მოსული ისიც არ ვიცი, რა პოზიციაზე უნდა ვიმუშავო? ღმერთო იმდენ ადგილას გავაგზავნე სივი უკვე არც მახსოვს. ვიქნები გულახდილი , მხოლოდ ეს შემიძლია დღეს.  არც კომპანიის შესახებ ვიცი რამე, არაუშავს , არ ვიფიქრებ არაფერზე. შევალ და უბრალოდ ვუპასუხებ კითხვებს.უკვე წარმოვიდგინე :'' რას იტყვით თქვენს თავზე? რა შეგიძლიათ დაამატოთ? " მე კიდე ვუპასუხებ '' რა გაინტერესებთ კონკრეტულად არც ვიცი საიდან დავიწყო" . ...

მეფე ლირი

Изображение
    ვინ იყო ლირი?- ეგოისტი, ერთი საცოდავი მეფე , რომელსაც ცხოვრებამ ვერ ასწავლა ავ-კარგის გარჩევა. მან ვერ შეიცნო მისი ქალიშვილების გონერიელა და რეგანას ცარიელი გულები, მათმა ლამაზ სიყვაობამ მოხიბლა მეფე , ის კი დაავიწყდა რომ ,, ცარიელი ჭურჭელი ყველაზე მაღალ ხმას გამოსცემს". უმცროსი ქალიშვილის წრფელი და სიყვარულით სავსე გული ვერ ამოიცნო  დიდებულმა მეფემ. საბოლოოდ კი ვინ გახდა ლირი?-ერთი ღარიბი,  საბრალო მეფე სანამ არ დაიბრუნა დიება.რჩეულმა შვილებმა უარყვეს , თუმცა კი იმსახურებდა ის ამას, მხოლოდ საკუთარ თვზე სეყვარებული მეფე. მაშინაც კი როცა ამბობს ,,ყველაზე მეტად , მსურდა ჩემნი ნაშთენნი დღენი მაგისა შვილის აკვანზედა მე დამელია" ეს სიყვები სწორედ რომ მისი ეგოისტური ხასიათის მამხილებელია  , ვინაიდიან ლირი აქ კორდელიას ,, შვილის აკვანზე " კი არ საუბრობს, არამედ თავის გაცრუებულ იმეს მისტირის, რომ კორდელია თავად მას, ლირს მოუვლიდა როგორც პატარა ბავშვს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. გვირგვინისთვის, დიდებისთვის , სიმდიდრისთვის  შვილები აუმხედრნენ მამას. ძმამ ძმა...

მონოლოგი

Изображение
   ჩემო მკითხველო როგორ ხარ? უკვე კარგი დროა გასული, რაც არაფერი დამიწერია თქვენთვის ... ათასი გეგმები მქონდა თეატრში წასვლა და მრავალ სხვა ღონისძიებებზე დასწრება და ყოველივეს თქვენთვის გაზიარება მინდოდა , მაგრამ ხალისი დამეკარგა ჩემო მკითხველო , გამიქრა ყოველივეს სურვილი... თუმცა გპირდები მოვიკრებ ჩემს მთელ მონდომებას , წავალ თეატრში , შევარჩევ საინტერესო სპექტაკლს და მოგიყვებით მასზე.    ახალი ამბავი ისაა რომ დავუბრუნდი ჩემს სამსახურს. რატომ არაა ეს ცხოვრება მარტივი? ზოგჯერ ყველაფერი ისეთი დამღლელია, მაგრამ თუ არ იწვალე, შენი შრომით არ მიაღწიე წარმატებას ვერც დააფასებ ალბათ ვერფერს. ბლოგის წერას გავაგრძელებ . შევქმნი საინტერესო სტატიებს სხვადასხვა თემებზე , როგორც დაგპირდით .     შაბათ-კვირას შემოგთავაზებთ შექსპირის ,,მეფე ლირის „ რეცენზიას . არ გადმოვაკოპირებ რაც ინტერნეტში ისედაც დევს იმას .ჩემეულ შეხედულებას დავწერ , ჩემს შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ. გულახდილად გითხრათ ეს პიესა ჯერ კიდევ სკოლაში წავიკითხე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმც...

ჯინსების თაობა

Изображение
 ალბათ ფიქრობთ ახალი რა უნდა დაწეროს ამან ,,ჯინსების თაობაზე " რაც არ დაწერილაო...ალბათ იგივეს დავწერ მეც .იგივე სიყვაულით და პატივცემით მოვიხსენიებ ამ ადამიანებს. ახალი შესაძლოა ვერაფერი გითხრათ , მაგრამ მე მათზე მაინც დავწერ. მინდა იცნობდნენ ჩემი ბლოგის მკითხველები ,,თვითფრინავის ბიჭებს".    დათო ტურაშვილის წიგნი ,,ჯინსების თაობა" ეს არის რომანი , სადაც სიუჟეტი თვითფრინავის ბიჭების  გარშემოტრიალდება. წიგნში მოყოლილია თუ როგორ სცადა შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ თვითფრინავის გატაცება და ამერიკაში ამ გზით მოხვედრა.თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა , რომელსაც არაერთი სიცოცხლით სავსე ქართველის სიცოცხლე შეეწირა...  დაპატიმრების შემდეგ , რამდენიმე თვიანი სასამართლოს ხდომების მერე თინა ფეტიაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითფრინავის გ ატაცებისას ფეხმძიმედ იყო, მაგრამ იზოლატორში ყოფნისას ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ სასჯელი არ შემსუბუქებოდა. დანარჩენს კი უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა.   თუმცა საზოგადოებას ბოლომდე სჯეროდა რომ ...

საქართველო დღეს

Изображение
 დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა  სამარცხვინოა. ოტია იოსელიანისა  არ იყოს ,,ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"  არ ვიცი ეს თქვენ როგორ გესმისთ, მაგრამ მე ვფიქრობ , რომ ვკარგავთ ღირსებას , კულტურას , ტრადიციას . ახლა არ დაიწყოთ , რომ საზოგადოება შეიცვალა. ახალი თაობა ახალ ახალ მსოფლმხედველობას ამკვიდრებს, ახალი ინტერესები ჩნდება , ახალი აზროვნება ყალიბდება, სხვა ღირებულებები და ფასეულობები იკიდებს ფეხს. კარგით რა!!! რა ? რომელ ფასეულობა და კულტურაზეა საუბარი ? ახალი თაობის წარმომადგენლები ქუჩაში რომ გამოდიან პოსტებით ,,.....ლე"  ეგ არის ახალი აზროვნების დამკვიდრება? ჰომოსექსუალიზმით რომ ამაყობენ და ნარკოტიკის მოხმარებისთვის ასე იბრძვიან  ? ჩამახედა თითოეულის გონებაში, რას ფიქრობენ ? მომავალი აინტერესებთ კი საერთოდ? ,,რა არ გადავხდენია თავს , რა მტრები არ მოგვსევიან , რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა , რა ღრენჭა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გაუძელით, ყველას გავუმაგრდით, შევინახეთ ჩვენი თავი, სევირჩინეთ ქვეყ...

დღის ამბავი 17/05/2018

Изображение
„ეს სულ ხდება... ჩვენი წარმომადგენლებიც სულ წარიგზავნებიან..."-მეუფე შიო რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოგზავნას ეხმაურება პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო, რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნას ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს. ის ამბობს, რომ საქართველოს მხრიდანაც ხშირად მიემგზავრებიან  ხოლმე საპატრიარქოს წარმომადგენლები რუსეთში და მათ შორის თავადაც ყოფილა. „ეს სულ ხდება. ჩვენი წარმომადგენლებიც სულ წარიგზავნებიან. მათ შორის მეც მიმსახურია ცოტა ხანს. ეს არის მივლინებული სასულიერო პირი, მალე ჩამოვა,“-განაცხადა მეუფე შიომ. რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს  აგზავნის .  რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება ქართულ ეკლესიასთან შეთანხმებულია. მოსკოვის დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს და აუცილებლობის შემთხვევაში დაევალება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წარმოადგინოს.  ავტორი: ნინ...