თავი 1 ( ცხოვრების ახალი ეტაპი)

   მიუყვები აღმაშენებლის გამზირს, ეს ადგილი ძალიან მომწონს. ცოტა ვღელავ , იქნებ ვერ მივაგნო ოფისს. აჰ , ვიპოვე. თუ არ ვცდები მე -3 სართული მითხრეს . ხო ეგრეა. ვრეკავ ზარს და კარი იღება. შევდივარ მოსაცდელ ოთახში და ორი ადამიანი მხვდება, ისინიც გასაუბრებაზე  არიან. გავეცანით ერთმანეთს და წარმატებები ვუსურვეთ. ოთახი ვრცელი იყო , ნათელი და საინტერესო დეკორით მორთული . ვფიქრობ რა მოხდება? ისევ ისე გასაუბრებას გავივლი  და წავალ სახლში , არავინ არ დამირეკავს, დრო გამყავს უბრალოდ ასე გამოდის. რაც იქნება იქნება, რადგანაც მოვედი, ვცდი, იქნებდა გამიღიმოს ბედმა. მაგრამ რაზე ვარ მოსული ისიც არ ვიცი, რა პოზიციაზე უნდა ვიმუშავო? ღმერთო იმდენ ადგილას გავაგზავნე სივი უკვე არც მახსოვს. ვიქნები გულახდილი , მხოლოდ ეს შემიძლია დღეს.  არც კომპანიის შესახებ ვიცი რამე, არაუშავს , არ ვიფიქრებ არაფერზე. შევალ და უბრალოდ ვუპასუხებ კითხვებს.უკვე წარმოვიდგინე :'' რას იტყვით თქვენს თავზე? რა შეგიძლიათ დაამატოთ? " მე კიდე ვუპასუხებ '' რა გაინტერესებთ კონკრეტულად არც ვიცი საიდან დავიწყო" . იმედია მართლა ასე არ ვუპასუხებ და არ დავიბნევი. ამ ფიქრებში ვარ გართული როცა გავიგე  ჩემი სახელი და გვარი როგორ გამოაცხადა ახალგაზრდა გოგონამ . ვუყურებ მას და ვფიქრობ აი როგორი ახალგაზრდაა და უკვე მუშაობს ამ კომპანიაში როგორი ჭკვიანია ის,  მე კი ვინ ვარ? გული ამიტოკდა , ცოტა მღელვარება შემეპარა , თავის ისევ დავიმშვიდე , არ იღრს ნერვიულობა , უნდა ვიყო თამამამი და თავდაჯერებული , უბრალოდ მათ ჩემი ცოდნა უნდა გავუმხილო ნუთუ ეს ასე ძნელია. კარი შევაღე და სასიამოვნო გარეგნობის, ნაზი ხმის ტემბრის და დახვეწილი საუბრის მანერით დამხვდა ახალგაზრდა ქალბატონი , ასე დაახლოებით ორომც წლამდე. დავჯექი სკამზე და ველოდები კითხვებს .
 - ემილი სწავლა დაამთავრე? სად სწავლობდი ?
- სწავლა დავამთავრე  ქ.ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს , სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.  ვცხოვრობ ქუთაისში  თუმცა ახლა გადმოვედი თბილისში დიდი ხანი არაა აქ გავიარე საბანკო საქმიანობის კურსები და ამიტომ დავიწყე აქტურად საფინასო ორგანიზაციებში სივების გაგზავნა იმედით რომ დავიწყებ მუშაობას.
- ემილი ადრე გქონია ფულთან შეხება? უცხოურ ვალუტებს თუ იცნობ? სამუშაო გამოცდილება თუ გაქვს?
- არა , ფულთან სეხება არ მქონია , ერთადერთი როცა მარკეტში მოლარედ ვმუშაობდი. უცხოურ ვალუტასაც ნაკლებად ვიცნობ. სამუშაო გამოცდილებას რაც შეეხება ვმუშაობდი მცირე ხნით ქუთაისის ადგილობრივ პრესაში კორესპოდენტად . აქ გადმოსვლის შემდეგ კი მარკეტში მოლარედ . სხვა ისეთი არაფერი , არ მქონია შესაძლებლობა ჯერჯერობით მემუშავა ფინანსურ კომპანიებში.
-ეს რას ნიშნავს ,,სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა იზრდება?"
-ეს ჩემი სტატია რომელიც დავწერე კორესპოდენტად მუშაობის დროს, პირველი სტატია. სტუდენტებზე, რომლებიც გამოცდაზე არ დაუშვეს  სწავლის საფასური რომ ვერ გადაიხადეს.
- უცხო ენებს როგორ ფლობთ?
- რუსული ვიცი კარგად  თავისუფლად ვსაუბრობ. რაც შეეხება ინგლისურ და გერმანულს საშვალო დონეზე.
-ბონაკოზე გსემნია რამე?
-არა არაფერი
კარგით უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით . ნახვამდის წარმატებეი
- ნახვამდი კარაგად ბრძანდებოდეთ.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მეფე ლირი

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.