Сообщения

Сообщения за июнь, 2018

თავი 1 ( ცხოვრების ახალი ეტაპი)

Изображение
   მიუყვები აღმაშენებლის გამზირს, ეს ადგილი ძალიან მომწონს. ცოტა ვღელავ , იქნებ ვერ მივაგნო ოფისს. აჰ , ვიპოვე. თუ არ ვცდები მე -3 სართული მითხრეს . ხო ეგრეა. ვრეკავ ზარს და კარი იღება. შევდივარ მოსაცდელ ოთახში და ორი ადამიანი მხვდება, ისინიც გასაუბრებაზე  არიან. გავეცანით ერთმანეთს და წარმატებები ვუსურვეთ. ოთახი ვრცელი იყო , ნათელი და საინტერესო დეკორით მორთული . ვფიქრობ რა მოხდება? ისევ ისე გასაუბრებას გავივლი  და წავალ სახლში , არავინ არ დამირეკავს, დრო გამყავს უბრალოდ ასე გამოდის. რაც იქნება იქნება, რადგანაც მოვედი, ვცდი, იქნებდა გამიღიმოს ბედმა. მაგრამ რაზე ვარ მოსული ისიც არ ვიცი, რა პოზიციაზე უნდა ვიმუშავო? ღმერთო იმდენ ადგილას გავაგზავნე სივი უკვე არც მახსოვს. ვიქნები გულახდილი , მხოლოდ ეს შემიძლია დღეს.  არც კომპანიის შესახებ ვიცი რამე, არაუშავს , არ ვიფიქრებ არაფერზე. შევალ და უბრალოდ ვუპასუხებ კითხვებს.უკვე წარმოვიდგინე :'' რას იტყვით თქვენს თავზე? რა შეგიძლიათ დაამატოთ? " მე კიდე ვუპასუხებ '' რა გაინტერესებთ კონკრეტულად არც ვიცი საიდან დავიწყო" . ...

მეფე ლირი

Изображение
    ვინ იყო ლირი?- ეგოისტი, ერთი საცოდავი მეფე , რომელსაც ცხოვრებამ ვერ ასწავლა ავ-კარგის გარჩევა. მან ვერ შეიცნო მისი ქალიშვილების გონერიელა და რეგანას ცარიელი გულები, მათმა ლამაზ სიყვაობამ მოხიბლა მეფე , ის კი დაავიწყდა რომ ,, ცარიელი ჭურჭელი ყველაზე მაღალ ხმას გამოსცემს". უმცროსი ქალიშვილის წრფელი და სიყვარულით სავსე გული ვერ ამოიცნო  დიდებულმა მეფემ. საბოლოოდ კი ვინ გახდა ლირი?-ერთი ღარიბი,  საბრალო მეფე სანამ არ დაიბრუნა დიება.რჩეულმა შვილებმა უარყვეს , თუმცა კი იმსახურებდა ის ამას, მხოლოდ საკუთარ თვზე სეყვარებული მეფე. მაშინაც კი როცა ამბობს ,,ყველაზე მეტად , მსურდა ჩემნი ნაშთენნი დღენი მაგისა შვილის აკვანზედა მე დამელია" ეს სიყვები სწორედ რომ მისი ეგოისტური ხასიათის მამხილებელია  , ვინაიდიან ლირი აქ კორდელიას ,, შვილის აკვანზე " კი არ საუბრობს, არამედ თავის გაცრუებულ იმეს მისტირის, რომ კორდელია თავად მას, ლირს მოუვლიდა როგორც პატარა ბავშვს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. გვირგვინისთვის, დიდებისთვის , სიმდიდრისთვის  შვილები აუმხედრნენ მამას. ძმამ ძმა...

მონოლოგი

Изображение
   ჩემო მკითხველო როგორ ხარ? უკვე კარგი დროა გასული, რაც არაფერი დამიწერია თქვენთვის ... ათასი გეგმები მქონდა თეატრში წასვლა და მრავალ სხვა ღონისძიებებზე დასწრება და ყოველივეს თქვენთვის გაზიარება მინდოდა , მაგრამ ხალისი დამეკარგა ჩემო მკითხველო , გამიქრა ყოველივეს სურვილი... თუმცა გპირდები მოვიკრებ ჩემს მთელ მონდომებას , წავალ თეატრში , შევარჩევ საინტერესო სპექტაკლს და მოგიყვებით მასზე.    ახალი ამბავი ისაა რომ დავუბრუნდი ჩემს სამსახურს. რატომ არაა ეს ცხოვრება მარტივი? ზოგჯერ ყველაფერი ისეთი დამღლელია, მაგრამ თუ არ იწვალე, შენი შრომით არ მიაღწიე წარმატებას ვერც დააფასებ ალბათ ვერფერს. ბლოგის წერას გავაგრძელებ . შევქმნი საინტერესო სტატიებს სხვადასხვა თემებზე , როგორც დაგპირდით .     შაბათ-კვირას შემოგთავაზებთ შექსპირის ,,მეფე ლირის „ რეცენზიას . არ გადმოვაკოპირებ რაც ინტერნეტში ისედაც დევს იმას .ჩემეულ შეხედულებას დავწერ , ჩემს შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ. გულახდილად გითხრათ ეს პიესა ჯერ კიდევ სკოლაში წავიკითხე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმც...