საქართველო დღეს

 დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა  სამარცხვინოა. ოტია იოსელიანისა  არ იყოს ,,ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"  არ ვიცი ეს თქვენ როგორ გესმისთ, მაგრამ მე ვფიქრობ , რომ ვკარგავთ ღირსებას , კულტურას , ტრადიციას .
ახლა არ დაიწყოთ , რომ საზოგადოება შეიცვალა. ახალი თაობა ახალ ახალ მსოფლმხედველობას ამკვიდრებს, ახალი ინტერესები ჩნდება , ახალი აზროვნება ყალიბდება, სხვა ღირებულებები და ფასეულობები იკიდებს ფეხს. კარგით რა!!! რა ? რომელ ფასეულობა და კულტურაზეა საუბარი ? ახალი თაობის წარმომადგენლები ქუჩაში რომ გამოდიან პოსტებით ,,.....ლე"  ეგ არის ახალი აზროვნების დამკვიდრება? ჰომოსექსუალიზმით რომ ამაყობენ და ნარკოტიკის მოხმარებისთვის ასე იბრძვიან  ?
ჩამახედა თითოეულის გონებაში, რას ფიქრობენ ? მომავალი აინტერესებთ კი საერთოდ?
,,რა არ გადავხდენია თავს , რა მტრები არ მოგვსევიან , რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა , რა ღრენჭა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გაუძელით, ყველას გავუმაგრდით, შევინახეთ ჩვენი თავი, სევირჩინეთ ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი.ლანგ-თემურებმა  ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰა აბასებმაჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად - ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს,მოგვჟღლინტეს და მაინც ფეხზე წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავიმართეთ". და ეს ყველაფერი იმისთვის , რაც დღეს ხდება საქართველოში?
ილიასი არ იყოს  ,, სად არის ქართველი და ქართველობა? ერთი ეს მინდა გკითხოთ:  ვართ-ღა სადმე?" - არა, აღარ ვართ. გადავრჯულდით. ქართველი ბიჭი ყოველთვის ვაჟკაცობასთან ასოცირდებოდა, ქართველი გოგო კი ღირსებასთან . ჩვენმა მეტად განვითარებულმა და თავისუფალმა ახალგაზრდა თაობამ პირქვე დაამხო ჩვენი ეროვნება.
ჩვენ ვართ თაობა,  რომელმაც დაივიწყა საკუთარი ისტორია, ხსოვნა დაკარგა თავისი წარსულის , თავისი  ცხოვრების. ჩვენ თვითონ ვანადგურებთ ჩვენს სამშობლოს .

გამოყენებული ლიტერატურა: ილია ჭავჭავაძის  ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მეფე ლირი

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.