ჯინსების თაობა

 ალბათ ფიქრობთ ახალი რა უნდა დაწეროს ამან ,,ჯინსების თაობაზე " რაც არ დაწერილაო...ალბათ იგივეს დავწერ მეც .იგივე სიყვაულით და პატივცემით მოვიხსენიებ ამ ადამიანებს. ახალი შესაძლოა ვერაფერი გითხრათ , მაგრამ მე მათზე მაინც დავწერ. მინდა იცნობდნენ ჩემი ბლოგის მკითხველები ,,თვითფრინავის ბიჭებს".
   დათო ტურაშვილის წიგნი ,,ჯინსების თაობა" ეს არის რომანი , სადაც სიუჟეტი თვითფრინავის ბიჭების  გარშემოტრიალდება. წიგნში მოყოლილია თუ როგორ სცადა შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ თვითფრინავის გატაცება და ამერიკაში ამ გზით მოხვედრა.თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა , რომელსაც არაერთი სიცოცხლით სავსე ქართველის სიცოცხლე შეეწირა...
 დაპატიმრების შემდეგ , რამდენიმე თვიანი სასამართლოს ხდომების მერე თინა ფეტიაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითფრინავის გ
ატაცებისას ფეხმძიმედ იყო, მაგრამ იზოლატორში ყოფნისას ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ სასჯელი არ შემსუბუქებოდა. დანარჩენს კი უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა.
  თუმცა საზოგადოებას ბოლომდე სჯეროდა რომ ისინი კვლავ ცოცხლები იყვნენ .
იმაზე კამათი კი დღემდე მიმდინარეობს თუ ვინ იყვნენ ეს ახალგარდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომელებიც საბჭოთა ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ.
ისინი ტერორისტები ნამდვილად არ არიან . ისინი თვაისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები არიან , რომლებიც გახდნენ საბჭოთა ეპოქის მსხვერპლი , სადაც ადამიანის სიცოცხლე 14 მანეთი ღირდა. ამ ახალგაზრდა მებრძოლების სახელები ვფიქრობ ისტორიას სამარადისოდ შემორჩება და მათი გამბედაობის და სულისკვეთების ამბავი ყოველთვის გააოცებს მომდევნო თაობებსაც.

Комментарии

  1. Getanxmebit yovel axal taobas agafrtovanebs mati istoria da shehmatebs gambedaobas ibrzolon tavisuflebistvis

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

მეფე ლირი

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.