სიყვარული
თვალებს ვხუჭავ და მახსენდება ჩვენი შეხვედრის ყოველი წამი...მზიანი დღე...ჩიტების საამური ჭიკჭიკი, ბევრი ლამაზი ყვავილილი და უზარმაზარი მწვანე ხეები... გაზაფხულის საოცარი სურნელი....ვაღებ ჭიშკარს და მიუყვები ვიწრო ბილიკს, რომლის ბოლოს მელოდება ადამიანი, რომელმაც მაჩუქა დიდი სიყვარული,სითბო და ბედნიერება...მიუყვები ბილიკს და ვგრძნობ ჩემი გულისცემის სიხშირე როგორ იზრდება...უკვე წლებია გასული , მაგრამ ყოველთვის, მასთან ყოველ შეხვედრაზე მსგავსად ღელავს გული და ივსება სიხარულით.... მას ჩემ გარეშე არ შეუძლია, უნდა რომ სულ მის გვერდით ვიყო . მე მას ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარს ის.
მიყვარს ის რომ მეხუტება მაგრა მაგრა, მიყვარს მასთან ხელი-ხელ ჩაკიდებული სიარული, უბრალოდ ჩუმად უხმოდ სეირნობა. მიყვარს მისი ღიმილი და თვალები, მიყვარს თუ როგორ მიყურებს ის მე....მე ის მთელი გულით მიყვარს.
როგორი მშვენიერია ეს გაზაფხული , ჩემი სიყვარული კი კიდევ უფრო მშვენიერი...
Комментарии
Отправить комментарий