რაზე ოცნებობთ?

მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთნები რომლთა ოცნებები უსაზღვროა...
მე ყოველთვის ვოცნებობდი მოგზაურობაზე  ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. ვიმოგზაურებდით  დედამიწის გარშემო , გავცნობოდით სხვადასხვა კულტურას, შევისწავლიდით ენებს,  მოგონებებს ავივსებდით სხვადასხვა თავგადასავლებით...ასევე მინდა მქონდეს სახლი,  რომელიც ჩვენს დაბრუნებას ელის, მყუდრო სახლი.
არის რამდენიმე რაღაც რაც მინდა გავაკეთო სანამ ცოცხალი ვარ :
მინდა საჰაერო ბურთით ფრენა, მინდა კლდეზე ცოცვა , მინდა ავტორბოლაში მძღოლის გვერდით დავჯდე  , ამას მთელი სერიოზულობით ვაბობ , რომ იცოდეთ ხო ეგრე.
კიდე ვოცნებობ გავხსნა ჩემი საინფორმაციო სააგენტო,   სადაც მეყოლება ჩემი გუნდი.
მინდა ასევე შევქმანა სიხარულით და სიყვარულით სავსე ოჯახი.
ბევრი მინდა არა?  მაგრამ რა ვქნა ეს ყველაფერი ჩემი ოცნებაა და მე ვმუშაობ მის ასასრულებლად და იმედი მაქვს ჩემი მეორე ნახევარიც დამეხმარება და ერთად ავისრულებთ ჩემს და მის ოცნებებსაც.
 იცით ერთი გამოთქმა არსებობს მაგრამ საწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს ამიტომ დავწერ ისე როგორც მე გავიგე ,, თქვენ თუ არ იმუშავეთ საკუთარი ოცნებების ასასრულებლად სხვა დაგიქირავებს თავისი ოცნების ასახდენად".
თქვენი ოცნებებიც შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარში , ველოდები თქვენს აქტიურობას..ერთ-ერთი ჩემი ოცნებააა შევქმნა აქტიური ბლოგი და იმედი მაქვს მკითხველო დამეხმარები ამ ოცნების ასრულებაში...
წარმატებები ! გისურვებთ ოცნებების ახდენას<3<3<3

Комментарии

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

მეფე ლირი

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.