მე და ღამის ფიქრები
ბნელი ღამეა... მთვარე ღრუბლებს უკან მიმალულა...ვარსკლავებიც გამქრალა...ყველა სარკმელში უკვე შუქი ჩამქრალა...გარეთ ისმის ჭოტის სევდიანი ხმა , თითქოს ვიღაცას უხმობს. ამ ხმამ და სიბნელემ ჩამითრია ფიქრებში. მძიმე დღე იყო. საოცარია ეს ცხოვრება . დილით ადგები , მზის ამოსვლას შეხვდები , ხოლო საღამოს ვეღარ დაემშვიდობები. დღეს გავიგე ახალგაზრდა ადამიანი დამხვრჩვალა ზღვაში . მე მას ვიცნობდი . უნივერსიტეტში შევხვდი, რეკლამის პრეზენტაციაზე. მე -3 კურსელი იყო .მისი კურსის პრეზენტატორი . იცით, მე ის მხოლოდ ერთხელ ვნახე ,სიკეთე უკრთოდა თვალებში , ძალიან ლაღი და თავდაჯერებული ჩანდა , ბედნიერებისგან ბრწყინავდა , რადგან მისმა რეკლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. არ გეგონოთ ამას ,იმიტომ ვწერ მასზე რომ გარდაიცვალა, უბრალოდ თვქენ რომ გენახათ იგივე შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ . მე მეტი მასზე არაფრის თქმა არ შემიძლია რადგან მარტო ერთხელ მყავს ნანახი და მაინც ძალიან მეტკინა გული ... ძნელია სიკვდილი...ძნელია საყვარელ ადამიათან დამშვიდობება...როცა ცხოვრებას იწყებ და დრო არ გაქვს .
რომ ამბობენ დრო ფულიაო , ეს ასე არ არის , დრო სიცოცხლეა.
Комментарии
Отправить комментарий