უნივერსიტეტის ფანჯრიდან დანახული სურათი

   ყოველი დღისგან მოელი  რაღაც სიახლეს , რაღაც ისეთს, რომ გაგიფერადებს სამყაროს, შენს ყოველდღიურობას...
  და მეც ასე ვარ შემართებით მივდივარ უნივერსიტეტში , ვაღებ აუდიტორიის კარებს. სიცალიერეა. თითქოს არაფერი შეცვილა , ყველაფერი ისევ ისევაა , როგორც გუშინ .  ფანჯარასთან მივდივარ , ვუყურებ თუ როგორ მოდიან სტუდენტები და ლექტორები...თითქოსდა ქაოსია , მაგრამ ეს ქაოსი მშვენიერია, იგრძნობა სიცოცხლე და ძალა.
 ყველაფერი სხვანაირია როცა ზემოდან უყურებ . გავყურებ ეზოს , სადაც ადრე აკაკი გადიოდა , ჩვენ კი მის ნაკვალევზე დავდივართ .
   ვხედავ ბუნებას ლამაზ და მშვენიერს , გაზაფხულს ხეებისთვის მწვანე კაბები ჩაუცვამს, ყვავილებისთვის კი წითელ - ყვითელი. ვხედავ ჩემს კურსელებს, რომლებიც ჩემსკენ მოემართებიან და გოგონას, რომელიც გარბის, ალბათ ლექციაზე აგვიანდება. , ბიჭს კეპით და ნაღვლიანი თვალებით , ნეტავ რა აწუხებს მის გულს? ვხედავ მომღიმარ სახეებსაც და ჩაფიქრებულს, რაღაცის მოლოდინში. ჭიშკრის ყოველ ხმაზე ახალი სახეები ემატება. გვერდით კიდევ ჟრიამული ისმის....ოჰ მწვანე მინდორი გაიშალა....ეს სკამები მზის ფერში პოზიტივს ასხივებენ აი ბურთიც გაგორდა კარში და
ქუთაისური ,,მაცადე ბიჯოც" გაისმა...
 როგორი ლამაზია აქაურობა და რატო ვერ ვამჩნევთ :)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მეფე ლირი

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.