მონოლოგი

   ჩემო მკითხველო როგორ ხარ? უკვე კარგი დროა გასული, რაც არაფერი დამიწერია თქვენთვის ...
ათასი გეგმები მქონდა თეატრში წასვლა და მრავალ სხვა ღონისძიებებზე დასწრება და ყოველივეს თქვენთვის გაზიარება მინდოდა , მაგრამ ხალისი დამეკარგა ჩემო მკითხველო , გამიქრა ყოველივეს სურვილი... თუმცა გპირდები მოვიკრებ ჩემს მთელ მონდომებას , წავალ თეატრში , შევარჩევ საინტერესო სპექტაკლს და მოგიყვებით მასზე.
   ახალი ამბავი ისაა რომ დავუბრუნდი ჩემს სამსახურს. რატომ არაა ეს ცხოვრება მარტივი? ზოგჯერ ყველაფერი ისეთი დამღლელია, მაგრამ თუ არ იწვალე, შენი შრომით არ მიაღწიე წარმატებას ვერც დააფასებ ალბათ ვერფერს.
ბლოგის წერას გავაგრძელებ . შევქმნი საინტერესო სტატიებს სხვადასხვა თემებზე , როგორც დაგპირდით .
   
შაბათ-კვირას შემოგთავაზებთ შექსპირის ,,მეფე ლირის „ რეცენზიას . არ გადმოვაკოპირებ რაც ინტერნეტში ისედაც დევს იმას .ჩემეულ შეხედულებას დავწერ , ჩემს შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ. გულახდილად გითხრათ ეს პიესა ჯერ კიდევ სკოლაში წავიკითხე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ახლა უკვე დამავიწყდა, ამიტომ მინდა წავიკითხო და თქვენც მოგანდომოთ წაკითხვა. სხვათაშორის ახალი ფილმიც გამოვიდა ,,მეფე ლირი“ , რეცენზიასთან ერთად დაგილინკავთ ამ ფილმს და მცირე ინფორმაციას მასზეც მოგაწვდით.
აბა დროებით ჩემო მკითხველო...

Комментарии

  1. ...mefe liri... Es piesa mec zalian miyvars da velodebi am temaze tqven werils didi interesit:)

    ОтветитьУдалить
  2. Zalian pasiurobt meti yuradgebit moekodet blogs ...dges Tu ARA xval gaxdeba kitxvadi blogi nqven AR danebdet ubralod

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

მეფე ლირი

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.