ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება

  დღეს მინდა მოგიყვეთ , სულ მცირე რამ , ჩემს  ყველაზე საყავრელ რომანტიკოსზე ,ნიკოლოზ ბარათაშვილზე, რომლის კალამს ეკუთვნის ,,არ უკიჟინო სატრფოო", ,,მერანი", ,,ფიქრი მტკვრის პირას " და კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი შედევრი, მაგრამ ეს სამი ჩემთვის განსაკუთრებულად გამორჩეულია.
 ნიკოლოზ ბარათაშვილის  ,,არ უკიჟინო სატრფოო" სატრფიალო პოეზიის საუკეთესო ნიმუშია.  ლექსი უკვდავი სიყვარულის ლამაზი საგალობელია. მასში წარმოდგენილია ღვთიური გრძნობა.
პოეტის აზრით სიყვარული წარმართავს ადამიანის არსებობას, ზემოქმედებას ახდენს მის ყოველდღიურ ქმედებებზე ,მაგრამ ,მაინც მოკვდავის ენას არ შესწევს ძალა,  ამ უკვდავი გრძნობის აღსაწერად. პოეტს არ სურს დაიჯეროს, რომ მისი რჩეული სხვათა მსგავსია. ის ფიქრობს , რომ ის ციურთ დასადარია, მისი მშვენიერება ცით კურთხეულია , სწორედ ,ამიტომ გახდა მისი ამაღლებული გრძნობის ღირსი.
ნკოლოზ ბარათაშვილის სიყვარული სატრფოსადმი ეს რაღაც განსაკუთრებულია .
         რაც შეეხება ,, მერანს" , ის გენიალურია. ლექსისი ლირიკული პერსონაჟი ტრაგიკული , თანგანწირული პიროვნებაა, ის მზად არის სიცოცხლე გასწიროს , რათა ახალ თაობას გზა გაუკვალოს.
  გარადა ამისა შეიძლება ითქვას , რომ მწერელმა ამ ლექსსში თავისი მომავალი იწინასწარმეტყველა, მისი შემოქმედება სწორედ იდუმალების გამოა გამორჩეული და უნიკალური.
     ,,ფიქრის მტკვრის პირას" ეს არის ლექსი , რომელიც თითოეულ მკითხველს ჩააფიქრებს . ამ ლექსში ბარათაშვილმა თავისი დამოკიდებულება გამოხატა ცხოვრების, ყოფიერების მიმართ. ის ეხება ზოგად საკაცობრიო საკითხს, რომელიც მუდამ აქტიური იყო და არის.
 ,,  მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
    თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?"
ამ კითხვას ისევ თვითონ სცემს პასუხს ლექსსში . მისი აზრით, რადგან ადამიანები ვართ და ვცხოვრობთ ამ წუთისოფელში უნდა მივსდიოთ მის წესს, რადგან არ ვარგა კაცი ცოცხალი მკვდარს დაემსგავსოს, ცხოვრობდეს სოფელში და არ იზრუნოს სოფლისთვის.
     ვთვლი რომ ნიკოლოზ ბარათაშილმა ჩვენს აზრს, გულისთქმას, ჭკუა-გონებას  დიდი განი და სიღრმე მისცა და თავ
ისი წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ლიტერატურაში.

Комментарии

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

მეფე ლირი

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.